ბრალდებული მწყემსი: ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეში ბრალდებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულმა, მალხაზ კობაურმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ სმიტების ოჯახი მას არ მოუკლავს, ბრალდებულის თქმით, სმიტების ოჯახის წევრები ორმა უცხოელმა მამაკაცმა დახოცა.

„ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“, – განაცხადა კობაურმა.

მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. ამ წუთებში კი სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. კობაურს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

/</a></iframe>