„დიდი ემოციური ფონი, რაც შესაძლოა დაღუპული შვილის განხილვის ამბავს ახლდეს, ჩვენ ამისთვის მაქსიმალურად მომზადებული ვართ

ექიმ ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით,  დოდო გუგეშაშვილიჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და როდესაც დოდო გუგეშაშვილს მისი ვაჟის სამძიმარზე გადაიყვანენ, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

„ ამ დღეების განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, გონზეა, კონტაქტურია და ადეკვატურია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები ამჟამად სტაბილურია, ის დელიკატური საკითხი და დიდი ემოციური ფონი, რაც შესაძლოა დაღუპული შვილის განხილვის ამბავს ახლდეს, ჩვენ ამისთვის მაქსიმალურად მომზადებული ვართ. ყველა სახის ქმედება რაღაც სახის რისკებს ბუნებრივია უკავშირდება, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მზად ამისთვის. შესაძლოა გადაყვანას ხელს უწყობს ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ უფრო დამშვიდებულები ვიქნებოდით, რომ ეს საჭირო არ ყოფილიყო“, – განაცხადა ნიკა ქარცივაძემ.