ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვებში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვებში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა და ასევე გინესის სარეკორდო შედეგი დააფიქსირა.

27 წლის ირაკლი როსტომაშვილმა 13 ივნისს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გამართულ სარეკორდო გამოსვლაში, 1 წუთში 45.6 კილოგრამიანი ზურგჩანთით 49 აზიდვა შეასრულა, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია.

როსტომაშვილის ახალი რეკორდი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა. რეკორდსმენის მიერ ნაჩვენები შედეგები ოფიციალურად გაიგზავნება გინესის მსოფლიო რეკორდების  ოფისში აღიარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიმძიმით განხორციელებული წინა რეკორდები ამერიკელ რონ კუპერს (45 აზიდვა) და ნორვეგიელ სვერ დიესენს (40 აზიდვა) ეკუთვნოდათ.

ირაკლი როსტომაშვილის  სარეკორდო გამოსვლის ორგანიზატორები იყვნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და საქართველოს რეკორდების ფედერაცია, მხარდამჭერი კი კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

/</a></iframe>