„ირაკლი ქორიძესთან დაკავშირებით, შეწყალების კომისიის დადებითი რეკომენდაცია პრეზიდენტმა გაიზიარა“

შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ირაკლი ქორიძის შეწყალებასთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა. ზვიად ქორიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების აქტის მომზადებაზე არ მუშობს, რეკომენდაციას ამზადებს შეწყალების კომისია და სთავაზობს პრეზიდენტს. ქორიძის თქმით, ირაკლი ქორიძესთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის დადებითი რეკომენდაცია გაიზიარა.

„ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოების დეზინფორმირება მიდის, რომ თითქოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობს შეწყალების აქტის მომზადებაზე, არა, შეწყალების კომისიის წევრები იღებენ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას, რომელსაც სთავაზობენ პრეზიდენტს. ირაკლი ქორიძესთან დაკავშირებით, კომისიის სარეკომენდაციო გადაწყვეტილება იყო დადებითი, ჩვენ მაშინ შევთავაზეთ პრეზიდენტს გათავისუფლება სასჯელისგან და პრეზიდენტმა ჩვენი რეკომენდაცია გაიზიარა“,-განაცხადა ქორიძემ.

 

 

 

">