ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან ურსეს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო ნაბიჯები დაგეგმეს.

როგორც აღინიშნა, სამუშაო ჯგუფი სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის საშემოდგომო სესიის გახსნამდე მოსამზადებლად ზაფხულის განმავლობაში აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.