ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ შვედეთის საელჩოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობები კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,

რეგიონში არსებული რთული გარემოს მიუხედავად, საქართველო დემოკრატიულ რეფორმებს წარმატებით ახორციელებს. ირაკლი კობახიძემ ელჩს საკონსტიტუციო და მართლმსაჯულების, ასევე, დაგეგმილი დეცენტრალიზაციისა და პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმები გააცნო. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს ხელისუფლების სოციალურ-ეკ

/</a></iframe>