ირაკლი კობახიძე სასამართლოს მხრიდან პოლიტიკურ მიკერძოებას გამორიცხავს

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სასამართლოს მიკერძოებულობას სრულად გამორიცხავს. მისი თქმით, სამართალდამცავების მიმართ ფიზიკური დაპირისპირება უნდა ისჯებოდეს.

კობახიძე გამორიცხავს, რომ სასამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, დავით კირკიტაძე, პოლიციელებზე თავდასხმის გამო არის დაკავებული.

რაც შეეხება წამყვანის კითხვას, თუ რატომ არის ოთარ ფარცხალაძე ნაკლებად სახიფათო, ვიდრე კირკიტაძე, ამბობს, რომ გამოძიება ჭიანურდება ფარცხალაძის შემთხვევაში.

„სამწუხაროა, რომ ჭიანურდება გამოძიება, ამაზე ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია,“ – აღნიშნა კობახიძემ.

">