ირაკლი კობახიძე: „რა მოხდა, ამას ბუნებრივია დაადგენს გამოძიება და ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა”

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მთავარიპროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან პარლამენტში შემოსულ წერილთან დაკავშირებით, პლენარულსხდომაზე, განმარტება გააკეთა:

„ჩვენი პრეროგატივა არ არის არც ბრალის წაყენება, და მითუმეტეს, არც ვინმეს დადანაშაულება კონკრეტულიდანაშაული ჩადენაში. როგორც უკვე მოგახსენეთ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის პარლამენტისწევრის მიმართ. მთავარი პროკურორი ვალდებულია შესაბამისი წერილით მიმართოს საქართველოს პარლამენტსდა გააცნოს საქმის არსი. შესაბამისი წერილი შემოდის პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.

გამომდინარეიქედან, რომ ადრესატი არის არა პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ პარლამენტი, მე ვალდებული ვარკანონმდებლობის თანახმად ეს გაგაცნოთ თქვენ და სწორედ ვიმოქმედე კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხებაიმას, თუ ვინ არის დამნაშავე  და რა მოხდა, ამას ბუნებრივია დაადგენს  გამოძიება და ეს არ არის ჩვენიპრეროგატივა”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

/</a></iframe>