ირაკლი კობახიძე მოსამართლეების არჩევაზე უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, დიპკორპუსს და არასამთავრობოებს გააცნობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონ-პროეოქტის გაცნობას ირაკლი კობახიძე დღეს დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის აპირებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ შეხვედრაზე დასწრებას პროტესტის ნიშნად მესამე სექტორი არ გეგმავს. მოსამართლეების შერჩევის მთავარ კრიტერიუმად მმართველი გუნდი პროცესის გამჭვირვალობას ასახელებს. პარალელურად, მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებულ საკუთარ ინიციატივას დღესვე ეკა ბესელიას გუნდი პარლამენტში დაარეგისტრირებს.

">