ირაკლი კობახიძე: ქართველმა ხალხმა აირჩია მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია და მეტი შემწყნარებლობა

„საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, რომელიც გამორჩეული იქნება კონსტიტუციური სტაბილურობით – ამგვარი საქართველო სასურველი პარტნიორი სახელმწიფო იქნება არა მარტო პოლიტიკური, არამედ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მრგვალ მაგიდაზე „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების საუკუნოვანი იუბილე აღინიშნება და ასი წლის გადმოსახედიდან, დღევანდელ დღეს, საქართველოს უფრო დიდი იმედი აქვს ვიდრე ოდესმე, რომ ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და გამთლიანებისთვის წარმატებით დაგვირგვინდება.

„ასი წლის გადმოსახედიდან, დღევანდელ დღეს უფრო დიდი იმედი გვაქვს, ვიდრე ოდესმე, რომ საქართველოსბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის  და ჩვენი ქვეყნისგამთლიანებისათვის წარმატებით დაგვირგვინდება. გვჯერა, რომ საქართველო დაიბრუნებს წარსულის დიდებასდა გახდება საერთაშორისო თანამეგობრობის გამორჩეული წევრი.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო რამდენიმე წელიწადში დემოკრატიისა და თავისუფლების განმტკიცების კვალდაკვალ, დღეს შეგვიძლია, ცხადად დავინახოთ განსხვავება მომავლის ორ გზას შორის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი და ბრძოლა თავისუფლებისა და დასავლური ღირებულებებისთვის შეუქცევადი გახდეს. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ერის არჩევანი არ გამომდინარეობს  პოლიტიკური კონიუნქტურიდან, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გაგრძელება.

„ერთს მივყავართ თავისუფლებისაკენ, დასავლეთისაკენ, ხოლო მეორე ტოტალიტარულ წარსულში გვაბრუნებს.ყველა ხალხს აქვს უნარი, აირჩიოს პირველი გზა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომმეორე არჩევანი გაიმარჯვებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი და ბრძოლა თავისუფლებისა და დასავლური ღირებულებებისთვის შეუქცევადი გახდეს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება დადამოუკიდებლობა როგორც გარე საფრთხეებისაგან, ასევე, ქვეყნის შიგნით ძალაუფლების უზურპაციის ყოველგვარი თეორიული შესაძლებლობისგან.

ქართველმა ხალხმა აირჩია მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია და მეტი შემწყნარებლობა. ჩვენი მშვიდობიანი,მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობა, დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ღრმად გვწამს, რომჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით საქართველო შეძლებს შექმნას ძლიერი სახელმწიფო და გაწევრიანდესმსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში – ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი არჩევანი არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუნქტურიდან, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გაგრძელება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენ შევძელით, საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო რეფორმაგაგვეტარებინა და დარწმუნებული, რომ ვარ ქართული სახელმწიფო, ამ ფუნდამენტზე დაყრდნობით, განამტკიცებს თავის ერთგულებას დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებებისადმი, რაც საქართველოსმოსახლეობის კეთილდღეობის საუკეთესო საფუძველი გახდება”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

/</a></iframe>