ირაკლი კობახიძე: ჩვენ იმედი გავაქვს, რომ საბოლოო ჯამში შედგება შეთანხმება რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით

ირაკლი კობახიძის განცხადებით,  პარლამენტში არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულიგარდაცვალების საქმეზე რეზოლუციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციები ხვალ გაიმართება.

რეზოლუციაზე მუშაობა მიმდინარეობს. გუშინ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელებთან. გვქონდა კონკრეტული შეთავაზება.  ამ შეთავაზებას განიხილავს საპარლამენტო უმცირესობა დახვალ, კიდევ ერთი კონსულტაციები გაიმართება.

ჩვენ იმედი გავაქვს, რომ საბოლოო ჯამში შედგება შეთანხმებარეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით. ძირითადპრინციპებზე, რა თქმა უნდა, ვთანხმდებით. არის საერთო სულისკვეთება,რომელსაც ეფუძნება რეზოლუციის ორი ტექსტი. მთავარია ჩვენ შევთანხმდეთ იმ დეტალებზე, რომელიც თავისთავადმნიშვნელოვანია.

ხვალ განახლდება კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობასთან და ამის საფუძველზე, იმედი მაქვს,რომ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას რეზოლუციის ერთიან ტექსტთან დაკავშირებით”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.