ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სასამართლო რეფორმისა და რეფორმის პროცესის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს.

საუბარი, ასევე, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხს შეეხო. პარლამენტის თავმჯდომარემ კანონშემოქმედებით პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მხარეებმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.