ინაუგურაციის რეპეტიცია – ქვემეხებიდან გასროლის გამო სახლებს შუშები ჩაემსხვრა

ინაუგურაციის რეპეტიციას თელავში მოსახლეობის დაზარალება მოჰყვა. როგორც დაგეგმილი იყო ქვემეხები ისროლეს. გასროლის დროს გამოწვეულმა ბიძგებმა კი სოფელ კურდღელაურში რამდენიმე ადგილობრივი დააზარალა. კერძოდ ჩაიმსხვრა სამზე მეტი საცხოვრებელი სახლის შუშები.

როგროც დაზარალებულები „კურიერთან“ საუბრისას ჰყვებიან, ძლიერი ხმა დაახლოებით 4 საათისთვის გაისმა, რასაც ბიძგები მოჰყვა. სროლამ მოსახლეობაში მცირე პანიკაც გამოიწვია.

წყარო: რუსთავი 2

">