იმედია, ხელისუფლება დახურულ კარს მიღმა არ დაწერს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცესის პროექტს და შემდეგ ფაქტის წინაშე არ დაგვაყენებს

იმედია, ხელისუფლება დახურულ კარს მიღმა არ დაწერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცესის შესახებ პროექტს და შემდეგ ფაქტის წინაშე არ დაგვაყენებს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

„არ შეიძლება კეთილსინდისიერად ითვლებოდეს მოსამართლე, რომელმაც მხოლოდ 4 საქმე განიხილა უზენაეს სასამართლოში 7 წლის განმავლობაში. არ შეიძლება კეთილსინდისიერად ითვლებოდნენ მოსამართლეები, რომლებიც წინასწარ გეგმავენ საკუთარ ინტერვიუებს და კითხვებს უთანხმებენ ერთმანეთს. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება დახურულ კარს მიღმა არ დაწერს პროექტს და შემდეგ ფაქტის წინაშე არ დაგვაყენებს და ეს იქნება გახსნილი პროცესი. თუ ხელისუფლება ასე არ გააკეთებს, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მთავრობას არ სურს ჯანსაღი პროცესის წარმართვა, არამედ სურს იმ სიის გატანისთვის შეფუთვის გაკეთება“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

">