IDU: მოვუწოდებთ დემოკრატიულ ერებს, სანქციები დააწესონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობის წევრებზე

IDU: მოვუწოდებთ დემოკრატიულ ერებს, სანქციები დააწესონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობის წევრებზე
“მოვუწოდებთ დემოკრატიულ ერებს, სანქციები დააწესონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობის წევრებზე,” – ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო დემოკრატიის ალიანსი (IDU) ავრცელებს:
,,ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართველებმა გამოავლინეს უზარმაზარი გამბედაობა და მონდომება, დაიცვან თავიანთი დემოკრატია და ევროპული მომავალი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ მასობრივი ძალადობის, უკანონო დაპატიმრებების, დაშინებისა და ტერორის წინააღმდეგ.
მოვუწოდებთ დემოკრატიულ ერებს, სანქციები დააწესონ “ქართული ოცნების” დამფუძნებელ, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების ამ სასტიკ დარბევაში. IDU სოლიდარობას უცხადებს ენმ-ს, ქართველ ხალხს და მათ სიმტკიცეს ავტორიტარული რუსული სტილის კანონის წინააღმდეგ, რომელიც დააშორებს ქვეყანას დასავლეთს“

ასევე დაგაინტერესებთ