IBSU-ში სტუდენტთა ინტერესებსა და უფლებებზე ომბუდსმენი იზრუნებს

IBSU-ში სტუდენტთა ინტერესებსა და უფლებებზე ომბუდსმენი იზრუნებს – ომბუდსმენის პოზიციაზე ელენე გამთენაძე დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, ომბუდსმენის საქმიანობის მიზანი, სტუდენტების დახმარება, მათი ინტერესებისა და უფლებების დაცვაა.
„ომბუდსმენის საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტუდენტთა კონსულტირებას, დახმარებას, სტუდენტების ინტერესების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენას, ასევე, დარღვეული უფლების აღდგენას საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.