ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელ ნატო ჩხეიძეს დღეს პროკურატურაში ელოდებიან

ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელ ნატო ჩხეიძეს დღეს თბილისის პროკურატურაში ელოდებიან. დეპუტატის თქმით, ის საგამოძიებო ორგანოს „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით  დეტალურად მიაწვდის მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას, თუმცა აცხადებს, რომ საქმის სწორად გამოძიების იმედი მას არ აქვს.

ამასთან, თბილისის პროკურატურაში „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირების გამოკითხვა დღეს განახლდება.

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილია აუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ.

">