იაპონია, ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის, საქართველოს 343 მილიონ აშშ დოლარს ასესხებს

4 სექტემბერს, საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცეპრეზიდენტი ნორიკო სუზუკი ხელს მოაწერენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის სასესხო შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის“ დასაფინანსებლად, JICA საქართველოს გამოუყოფს ფინანსურ რესურსს, დაახლოებით, 343 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.

პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალიშორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ) მშენებლობას.