იანვრიდან ივლისის ჩათვლით შემოწირულებით პირველ ადგილზე „ევროპული საქართველოა“

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ანგარიშში ჩანს, შემოწირულების მიხედვით, პირველ ადგილზე „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ არის, რომელსაც 6 თვეში 274 224 ლარი შეწირეს.

„სამოქალაქო პლათფორმა – ახალი საქართველო“ შემოწირულობებით მეორე ადგილზეა. მას 6 თვეში 119 997 ლარი შეწირეს.

მესამე ადგილს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ იკავებს 93 025 ლარით და მას „ერთიანი ნაციოცნალური მოძრაობა“ მოსდევს 69 173 ათასი ლარით.

პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ შემოწირულობების სახით 35 289 ლარი მიიღო.

ყველაზე ნაკლები შემოწირულობა „საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ“ მიიღო, რომელსაც ბოლო 6 თვეში 225 ლარი შეწირეს.

საერთო ჯამში, 2018 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით 15 პოლიტიკურმა პარტიებმა 633 585 ლარი მიიღეს შემოწირულების სახით.