H1N1 ვირუსი – იაშვილის კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან ორი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 52 პაციენტია მოთავსებული, აქედან ორის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

კლინიკის დირექტორი რისკჯგუფებზე საუბრობს და მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. სპეციალისტების თქმით, იანვარში ვირუსის გავრცელების საფრთხე შემცირდება, თუმცა თებერვალსა და მარტში მატებას ისევ ელოდებიან.

“52 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს გრიპის, აქედან 2 არის H3N2 ტიპის ვირუსი, ყველა დანარჩენი არის H1N1 ტიპის ვირუსი. პირველი შემთხვევა დადასტურდა ნოემბრის ბოლო კვირას. პაციენტების 35-40% ყველა შემოსული ჰოსპიტალიზებული პაციენტების არის გართულებული ფილტვების ანთებით.  ნოემბრის ბოლო კვირიდან დაწყებული, იანვრის პირველი კვირით დამთავრებული ჩვენი პაციენტების რაოდენობა ამ დაავადებით სასუნთქი სისტემის მწვავე პრობლემები არის 70-80% ფარგლებში- გაორმაგებული,“-ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხეიძე.

">