H1N1 ტიპის ვირუსით, დეკემბრის ბოლოდან დღემდე 13 ადამიანია გარდაცვლილი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ, რომ ამ დროის მონაცემებით გრიპის ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გარდაცვლილ პაციენტთა შორის ყველას, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდათ.

მისივე თქმით, ასეთივე რთული დაავადება ჰქონდა 22 წლის სალომე ქემაშვილს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით გარდაიცავალა.

„არსებობს ქვეყანაში კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, რომლის თანახმადაც მე არ შემიძლია პერსონალურ ინფორმაციებზე საუბარი ღია ეთერში, თუ არ არის ოჯახის თანხმობა. აქ გარდა გრიპისა, მძიმე დაავადება იყო კიდევ, საკმაოდ რთული დაავადება. სამწუხაროდ, ეს არის მეცამეტე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, სადაც H1N1 გვქონდა, მაგრამ სხვა რთულ შემთხვევასთან ერთად,“-ამბობს ამირან გამყრელიძე.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ვირუსით დაინფიცირების პიკი დეკემბრის ბოლოს იყო და ახლა უკვე ავადობის მაჩვენებელი დაწეულია.

">