„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო“

საქართველოს პრემიერმინსიტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში, ქალაქ პერპინიანში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, საუბედუროდ, მათ შორის ბავშვებიც არიან.

ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, ფრანგ ხალხს და მთავრობას.  დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ქართველი ხალხი და მთავრობა მათ გვერდშია ამ დიდ განსაცდელში“,- წერს კვირიკაშვილი.

">