სპეციალისტები გრიპის მწვავე ვირუსის გავრცელებას საქართველოშიც ელოდებიან

საქართველოში გრიპის მწვავე ვირუსი ჯერ არ ჩანს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის რეგიონში გრიპივირუსის მატება დაიწყო, უახლოეს მომავალში ჩვენთანაც გაჩნდება პირველი შემთხვევები, – ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა.

დაავადებათა კონტროლის მიერ გაცემული რეკომენდაციაა, ხელების ხშირი დაბანა, გრიპივირუსით დაავადებულმა ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობისგან და ექიმის რეკომენდაციები დაიცვას.

ვირუსის პირველივე გამოჩენისას, 2-3 კვირაში, როგორც წესი მოსალოდნელია გრიპის შემთხვევათა მატების პიკი, როდესაც შედარებით მეტი ადამიანი ხდება ავად. ზუსტი თარიღის დასახელება, თუ როდიდან უნდა ველოდოთ ვირუსულ ინფექციას, სწორი არ არის. ჩვენ მუდმივ ზედამხედველობას ვუწევთ ვირუსებს და გამოჩენის შემდეგ შეიძლება მეტნაკლებად ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რამდენ ხანში იქნება პიკური პერიოდი. ვირუსს თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი”, – განაცხადა ზახაშვილმა.

 

">