გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა

გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, გაშლილია კარვები. სამძებრო სამუშაოების არეალი შემცირდა.

კრიმინალისტები იმ  ადგილებს თხრიან, სადაც სავარაუდოდ 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარია დაკრძალული.

გადაწყვეტილება ძალოვანებმა იაგო ნებიერიძის ახალი ჩვენების საფუძველზე მიიღეს.

წყარო: რუსთავი 2

">