გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა სარალიძეს აგინა

გორის საკრებულოს თავმჯდომარესა და ზაზა სარალიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დავით რაზმაძემ, ზაზა სარალიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  რაზმაძემ განაცხადა, რომ თბილისიდან ჩამოსული ხალხი პოლიტიკურად მართულია, რამაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გააღიზიანა.

სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები და  ადგილობრივები  საპროტესტო აქციას გორის ცენტრში მართავენ. გორში ჩამოსული ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

/</a></iframe>