Google €25 მლნ-ს დახარჯავს და ევროპელებს AI-ს გამოყენებას ასწავლის – Reuters

Google-ს სურს, ევროპაში მომხმარებლები ხელოვნური ინტელექტის გამოსაყენებლად მოამზადოს. ამის მისაღწევად კომპანია სასწავლო პროგრამებში 25 მილიონი ევროს ინვესტიციას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Google-ის ინფორმაციით, ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურ საწარმოებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს შეუძლიათ. ამისათვის მათ განაცხადი უნდა შეავსონ და ის აუდიტორია მოიზიდონ, ვინც პროგრამით ნამდვილად ისარგებლებს.
კომპანია ასევე გეგმავს ტრენინგების სერიის ჩატარებას, რათა მხარი დაუჭიროს კომპანიებს, რომლებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს. Google-მა ასევე გააფართოვა თავისი უფასო ონლაინ AI კურსები 18 ენაზე.