გოგიჩაიშვილი მურუსიძის დანიშვნაზე: ეს არის ღია კონფლიქტი პარლამენტთან

„ღია კონფლიქტი საზოგადოებასა და საქართველოს პარლამენტთან“ – ასე აფასებს უმრავლესობის დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნის შესახებ სააპელაციო სასამართლოში.

გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებისა და დეპუტატებისთვის სრულიად მიუღებელია. გოგიჩაიშვილის აზრით, ადმიანთა გარკვეულ ჯგუფს აქვს გავლენები სასამართლო სისტემაზე, და მომავალ საპარლამენტო სესიებზე სწორედ ამ ადამიანების კანონმდებლობით და უმტკივნეულოდ ჩამოშორებაზე იმუშავებენ.

27 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 6 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. ამ მოსამართლეებს შორისაა ლევან მურუსიძე, რომელმაც გასაუბრება დღეს მედიის თანდასწრებით მოითხოვა და მისი მოსმენა ორ საათ-ნახევარს გაგრძელდა.

ლევან მურუსიძე იყო პირველი ექვსი მოსამართლიდან, რომელსაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ეწურება და ვინც უვადო მოსამართლეობისთვის გასაუბრებაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მივიდა.

მურუსიძეს მხარი იუსტიციის საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

წყარო: imedinews.ge

">