გოცირიძე – თუ ვიღაცას ჰქვია „ბანანის რესპუბლიკა“, ჩვენ დაგვერქმევა „კანაფის რესპუბლიკა“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება „მარიხუანას სამინისტროს“ შექმნას აპირებს. მისივე თქმით, საქართველო არის ციტრუსების და ხილის წარმოების „მექა“ და სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა.

„ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ძალიან სასაცილო, კომიკურ სახეს იძენს ქვეყანაში, რომელიც 95 პროცენტით ამარაგებდა საბჭოთა კავშირს ჩაის პროდუქციით და სადაც არის ციტრუსების და ხილის წარმოების „მექა“, ვქმნით მარიხუანას სამინისტროს. ჩაის წარმოება განადგურებულია, სოფლის მეურნეობა დეგრადირებულია, მივდივართ უკან და უკან და ვიღაცას თავში მოუვიდა თავხედური აზრი, რომ დასცინოს ხალხს.

საქართველო გახდება მსოფლიოს რუკაზე ნარკოტიკების ექსპორტიორი სახელმწიფო და ამით დავიმკვიდრებთ სახელს. თუ ვიღაცას ჰქვია „ბანანის რესპუბლიკა“, ჩვენ დაგვერქმევა სახელად „კანაფის რესპუბლიკა,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

/</a></iframe>