„ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი“

ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილსგამარჯვება მიულოცა.

„ვულოცავ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ვუსურვებ წარმატებას და აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

წყარო: ipn.ge

">