გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრს, გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე 1000 ლარიან გირაოს სანაცვლოდ, მის გათავისუფლებას ითხოვდა.

ნეოფაშისტური ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერს გამოძიება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

">