გიორგი ვაშაძე – დღეს აქცია არ გვექნება

დღეს აქცია არ გვექნება, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმები ყოველდღიურ რეჟიმში იცვლება და დღეს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებისთვის გამოიყენებენ.

„ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გეგმების ცვლილება. გუშინ ჩვენ არ ველოდით, რომ კირკიტაძეს დააკავებდნენ. ხვალ იქნება სასამართლო პროცესი, როგორც ვიცით, თუ ესეც ჩუმად არ ჩაატარეს. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, დასავლურ სამყაროს ვაცნობოთ, რომ ძალიან სწრაფი და მყისიერი რეაქცია იყოს მათი მხრიდან. დღეს აქცია არ გვექნება. დღევანდელი დღე გვაქვს იმისთვის, რომ სამართლებრივად ყველაფერი დავალაგოთ, რომ შესაბამისი ინფორმაცია მიიღოს დიპლომატიურმა კორპუსმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ გუშინ განაცხადა, რომ დღეიდან ოპოზიცია აქციებს დაიწყებდა.

წყარო: 1tv.ge

">