გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატები დღეს სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატები დღეს სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს მიერ, გიორგი გიორგანაშვილის მამართ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ. ადვოკატ გიორგი მახარაძის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მის ბრალეულობას.

„ჩვენი მოთხოვნა არის სააპელაციო სასამართლოს მიმართ, რომ გაუქმდეს 23 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენი გიორგი გიორგანაშვილის მიმართ და მის ნაცვლად დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მის ბრალეულობას. ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცალმხრივად არის მტკიცებულებები განხილული. ჩვენს არცერთ არგუმენტზე მოსამართლეს ჯეროვნად და სრულყოფილად არ უმსჯელია“,-განაცხადა გიორგი მახარაძემ.

2018 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოგიორგი გიორგანაშვილი დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

">