გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდი  საბურთალო ქუჩაზე მდებარე ამაღლების სახელობის ტაძარში გაიმართა.

გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. გარდა სასცენო კარიერისა, გიო ხუციშვილი გადაღებულია 10-მდე ფილმში, მათ შორის „სიყვარული ყველას უნდა“, „ხარება და გოგია“, „თბილისი ჩემი სახლია“.

რამდენიმე დღის წინ თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

/</a></iframe>