გიგი უგულავა: ზურაბიშვილი არის წითელი ხაზი , რომელიც ოცნებამ გადაკვეთა

ქართული ოცნების აქტივისტები, კოორდინატორები და ზონის უფროსები სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მუშაობაზე უარს ამბობენ და ევროპულ საქართველოს უერთდებიან.

ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ევროპული საქართველოს ლიდერთან გიგი უგულავასთან ერთად, გურიაში, ლანჩხუთში დღეს ერთობლივი ბრიფინგიც ჩაატარეს. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით: “სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერა ამ და უამრავი ადამიანისთის აღმოჩნდა სირცხვილი .

ზურაბიშვილი არის წითელი ხაზი , რომელიც ოცნებამ გადაკვეთა , უამრავი ადამიანი ძალიან ჯანსაღად უყურებს ამ პროცეს და მათ დატოვეს ქართული ოცნება . მე მინდა მივმართო ქართული ოცნების მხარდამჭერებს ნუ გავიხდით სამომავლოდ საქმეს ისე , რომ საკუთარ სინდისთან გასამართლებელი გვქონდეს გადაწყვეტილება ეს არის ნამუსთან კომპრომისზე წასვალა , ეს არის ყველა იმ ეროვნული ინტერესის პეხ ქვეშ გათელვა , რომლითაც საქართველო მოსულია დამოუკიდებელ ქვეყანად. მე დარწმუნებლი ვარ ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის არა სალომე ზურაბიშვილს.”

">