გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სავარაუდოდ საჭირო არ გახდება

გერმანელმა პოლიტიკოსებმა მთავრობის ჩამოყალიბების ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატებმა და სოციალ დემოკრატებმა სამუშაო დოკუმენტზე შეთანხმება შეძლეს.

BBC-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მხარეებმა ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც მიგრაციაა, შეთანხმება შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად გერმანია წელიწადში მიგრანტთა რაოდენობას 200 ათასამდე შეამცირებს.

თუ ორი პარტია საბოლოოს შეთანხმებას შეძლებს გერმანიაში მორიგი საპარლამენტო არჩევნების საჭიროება აღარ იქნება.

">