Gem fest-ის ორგანიზატორებს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

Gem fest-ის ორგანიზატორებს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ. ანაკლიაში ფესტივალზე დასაქმებულებმა, კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით, აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ადმინისტრაციამ მათ 500 ლარიანი ხელშეკრულებები გაუფორმა, თუმცა დღეს მხოლოდ 100 -100 ლარი გადაუხადა. თუ დავალიანება არ დაიფარება, აქციის მონაწილეები სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებენ.

„ვმართავთ აქციას, გადაკეტილი გვაქვს მთავარი შესასვლელი, ვითხოვთ ხელფასების ჩარიცხვას, რომელიც უნდა ჩაგვრიცხვოდა დღეს, მაგრამ არ ჩაგვერიცხა. თუ არ მოხდება დღეს ჩვენი რაიმე სახით დაკმაყოფილება, უკვე გავდივართ კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საიას“ იურისტებთან და სამართლებრივი ფორმებით ვაპირებთ დავის გაგრძელებას“,-განცხადა ბილეთების კონტროლიორმა ცოტნე ვართაგავამ.

">