„ფრაქციის შექმნის პროცესი და ფრაქციის შექმნა არანაირად არ უკავშირდება ამ თემას“

უმრავლესობაში დამატებით ორი ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით კომენტარი ბიძინა გეგიძემ გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა გეგიძე უმრავლესობის ერთერთ ახალ ფრაქციის წევრი იქნება. დეპუტატის თქმით, ამის მიზეზი პარლამენტის წევრებს შორის არსებული საერთო პოლიტიკური ღირებულებებია. გეგიძე გამორიცხავს, რომ ფრაქციის შექმნა რამენაირად უკავშირდება კვირიკაშვილი-გაჩეჩილაძის შორის ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.

„მოტივაცია არის უპირველეს ყოვლისა, საერთო ღირებულებების, მათ შორის პოლიტიკური ღირებულებების ქონა პარლამენტის წევრებს შორის, ასევე სურვილი იმისა, რომ მეტი აქტიური ფაზის რეჟიმში გავაგრძელოთ ჩვენი მოღვაწეობა პარლამენტში, ფრაქციის შექმნის პროცესი და ფრაქციის შექმნა არანაირად არ უკავშირდება ამ თემას, თუნდაც იმიტომ, რომ სულ სხვა დროს დაიწყო ფრაქციის შექმნა, უბრალოდ  ფრაქციის შექმნის დრო თითქმის დაემთხვა საკითხს, სადაც ვერანაირად ვერ შეიძლება იყოს ერთმანეთთან ურთიერთკავშირში“,-განაცხადა გეგიძემ.