„საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული, რომ სკოლაში უსაფრთხოების ზომები იყოს დაცული“

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ სკოლებში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს გახლავთ მანდატურების სამსახურების ეფექტურობის ზრდა, ეს არის ამოსავალი წერტილი, ამისთვის შეიქმნა ეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც არის უწყებათაშორისი და რომელშიც მონაწილეობს განათლების სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, და რა თქმა უნდა, აქ მთავარი ამოცანა არის, რომ მანდატურების სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი. საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული და მაქსიმალურ შესაძლებელ რესურსს მოახმარს იმას, რომ სკოლაში უსაფრთხოების ზომები იყოს დაცული“,-განაცხადა გახარიამ.