გახარია: „შემთხვევა არ ყოფილა, რომ კლუბების ხელმძღვანელებს მოემართათ შსს-სთვის“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა 12 მაისის საგამოძიებო ღონისძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა. გიორგი გახარიამ ის მიზეზები ახსნა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩხრეკის ჩატარება დაგეგმა.

„მე მჯერა რომ თქვენ აბსოლუტურად სწორი წარმოდგენა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა ამ კლუბებში. თუმცა ისიც ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ კლუბური ცხოვრების და მოდის წინააღმდეგი არ ვართ. თუმცა, როდესაც გარკვეული სოციუმი გიმტკიცებს, რომ ეს წარმოუდგენელია, კლუბებში ასეთი რამე არ ხდება და ჩვენ უბრალოდ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ეს ყველაფერი ხდება. როდესაც არც ერთი შემთხვევა კლუბის მფლობელების და ხელმძღვანელობის არ ყოფილა რომ მათ მიემართათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ეთხოვათ რომ მოგვეხმარეთ, ამ პრობლემის გადაწყვეტაში. მაშინ როდესაც, ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებით, რომ ადმიანები, რომლებიც ვაჭრობენ ნარკოტიკული საშუალებებით ჩვეულებრივად ყველანაირი დაცვის გვერდის ავლით შედიან, გამოდიან, ერთი და იგივე ადამიანები არიან ერთი და იგივე კლუბებში. როდესაც ვხედავთ, რომ ეს ადმიანები არიან ამ კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა ჩვენ ვხედავთ რომ ეს არის სისტემური პრობლემა“, – განახადა მინისტრმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში ინტოქსიკაციის რაოდენობა კრიტიკულად გაიზარდა.

„ეს იყო ის ძირითადი გამოწვევები რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ ჩატარება, ორი კომპონენტი იყო, პირველი – აბსოლუტურად ნათელი მტკიცებულებები და არანაირი ფორმალური იურიდიული შეკითხვები ამ მიმართულებით არ არსებობს და მეორე, რა თქმა უნდა, ოპერატიული ინფორმაცია, რის გამოც ჩვენ ეს ოპერაცია ჩავატარეთ“, – თქვა გახარიამ.

/</a></iframe>