მამუკა ბახტაძე დღეს იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვას წარადგენს

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვას წარადგენს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განათლების რეფორმა, რომელიც პრემიერმა ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოაცხადა, განხორციელდება ხუთივე მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება; ზოგადი განათლება; პროფესიული განათლება; უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

განათლების სისტემაში განსახორციელებელ რეფორმას საზოგადოებას დეტალურად გააცნობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის პრეზენტაცია 11:00 საათზე დაიწყება.

/</a></iframe>