გამოვრიცხავ, რომ ბრძოლა შევწყვიტო და გავჩერდე

ეკა ბესელიას მორიგი ულტიმატუმი „ქართულ ოცნებას“ – დეპუტატი მმართველ პარტიას მიმართავს და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის, 2025 წლამდე გადადებას ითხოვს.

დეპუტატის თქმით, თუ პარლამენტი 2025 წლამდე არ შეაჩერებს მოსამართლეთა დანიშვნას, მაშინ ეს იქნება ახალი გამოწვევა და მიზეზი, რომ გუნდი მან და საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმა, მათ შორის, გედევან ფოფხაძემაცდატოვოს.

„შემდეგი გადაწყვეტილებაც და ნაბიჯიც იყოს არა ემოციური და გაბრაზებული გადაწყვეტილება, არამედ გათვლილი მომავლის შედეგზე… ეს დრო, რაც ჩვენ ავიღეთ საჭიროა იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ, სად ვაგრძელებთ და ვისთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ღირებულებებისთვის, რომელზეც მე პირადად უარი არასდროს არ მითქვამს. გამოვრიცხავ, რომ სადმე გადავიკარგო და დავიმალო, გამოვრიცხავ, რომ სადმე გავუჩინარდე და ვერ მიპოვოთ, გამოვრიცხავ, რომ ბრძოლა შევწყვიტო და გავჩერდე, გამოვრიცხავ, რომ ეს ღირებულებები შევიცვალო,“ – ამბობს ეკა ბესელია.

ეკა ბესელიას თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი და თვითაცილების შედეგად გაწვეული უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია განსახილველად აღარ დაბრუნდეს.

">