გაერო-ში საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა

2018 წლის 6 აგვისტოს, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ორგანიზება გაუწია შეხვედრას 2008წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წელთან დაკავშირებით. შეხვედრას გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ელჩები,კვლევითი და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დისკუსია გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ გახსნა. თავის გამოსვლაში მან დეტალურადგანიხილა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ქრონოლოგია, რომლის კულმინაცია რუსეთ-საქართველოს ომი და შედეგად,საქართველოს სუვერენული ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაცია გახდა.

გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის განცხადებით ათწლეულის წინ, პირველად მეორე მსოფლიოომის შემდეგ, ევროპა   ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსმიმართ ღია აგრესიის მოწმე გახდა, რაც გაეროს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების უხეში დარღვევაიყო.  მისი თმით რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას,მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. მოსკოვი  აძლიერებს  უკანონო სამხედრო ყოფნასსაქართველოს ტერიტორიაზე.  სიტუაციას კიდევ უფრო  ამწვავებს რუსეთის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია  აფხაზეთისადა ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიისაკენ, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. ინტეგრაციისხელშეკრულების ხელმოწერის გზით.

როგორც ელჩმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, საქართველო კვლავაც განაგრძობსკონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას დიალოგისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებშიკონსტრუქციული ჩართულობის გზით. საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიერა ძალისხმევა ომისა და საოკუპაციოხაზებით გაყოფილი საზოგადოების  შერიგებისკენ.

„ათწლიანი ოკუპაციისა და ყოველდღიური პროვოკაციების მიუხედავად,საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიულ გარდაქმნებსა და კარგ მმართველობაში და მყარისაფუძველი ჩაუყარა  მდგრად  ეკონომიკურ  განვითარებას. საქართველომ წარმატებას მიაღწია ევროპულ დაევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში, რაც წარმოაჩენს ქართველი ხალხის უპირობო ერთგულებას საერთო დემოკრატიული ფასეულობების მიმართ”-აღნიშნა ელჩმა.

ჰერითიჯის ფონდის საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა,  ლუკ კოფიმ ისაუბრა 2008-ის წლის ომზე, რუსეთისფედერაციის აგრესიულ პოლიტიკაზე, ასევე ყირიმის უკანონო ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარეპროცესებზე,  როგორც 2008 წელს საქართველოში დაწყებული პროცესების გაგრძელებაზე.

შეხვედრის მიზანს მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების  პერსპექტივებისა და სირთულეების შესახებ მსჯელობისხელშეწყობა წარმოადგენდა. განსაკუთრებული ყურადღება გაყინული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისშესაძლებლობებზე  გამახვილდა.

/</a></iframe>