„გადაწყვეტილებას, თუ ვის დავუჭიროთ მხარი, მივიღებთ თვის ბოლოს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის განცხადებით, მმართველი გუნდის პოზიცია, თუ ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში, თვის ბოლოს გახდება ცნობილი. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

„გადაწყვეტილება ჩვენ არ გვქონდა მიღებული, რომ დავუჭერდით სალომე ზურაბიშვილს მხარს. მე პატივს ვცემ ქალბატონ სალომეს, მაგრამ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ მას, ჩვენ არ გვქონდა მიღებული. გადაწყვეტილებას, თუ ვის დავუჭიროთ მხარი, მივიღებთ თვის ბოლოს.

რაც შეეხება ომთან დაკავშრებით, ყველა კანდიდატს თავისუფლება აქვს თავისი პოზიცია გამოხატოს, რუსეთი რომ აგრესორია, ოკუპანტი და მტერი, ამ თემაზე მე მგონი მთელი ქართველი ერი შეთანხმებულია“,-განაცხადა ზოიძემ.

">