ცნობილი ფრანჩაიზის მესამე ფილმის სათაური უკვე ცნობილია

კიანუ რივზის მონაწილეობით გახმაურებული ფილმი ჯონ ვიკი (John Wick) არამარტო ფინანსური კუთხით გახდა ერთ -ერთი გამორჩეული, არამედ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მაყურებლებში და ყველა ახალი სერიის მოლოდინშია. დიახ, მესამე სერია ცნობილი ფრანჩაიზის, როგორც მოგეხსენებათ უკვე გადაწყვეტილი ამბავია და რივზის გმირი კვლავ დაბრუნდება ახალი და უფრო მასშტაბური სანახაობით. საინტერესოა ისიც, რომ გავრცელდა ინფორმაცია ფილმის სახელწოდების თაობაზეა, მაშ ასე ჯონ ვიკის მესამე ნაწილის სახელწოდება იქნება Alpha Cop.

ამ ეტაპზე შესაძლო გამოსვლის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა გადაღებების დაწყება ნიუ იორკში ზაფხულის დასაწყისში იგეგმება. ფრანჩაიზის მეორე სერია ნამდვილი კომერციული ჰიტი გახლდათ, რომელმაც 170 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის მოგება მიიღო.

 

 

">