Forbes – ყველაზე მაღალანაზღაურებადი ევროპელები

Forbes  ყველაზე მაღალანაზღაურებადი ევროპელი ცნობილი ადამიანების სია გამოაქვეყნა.

2017 წლის ლიდერია ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი, “ჰარი პოტერის” ავტორი, რომელმაც გასული 12 თვის განმავლობაში 95 მილიონი დოლარი მიიღო.

მეორე ადგილზეა პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ 93 მილიონი დოლარის შემოსავლით.

მესამეზე ბრიტანული როკ-ჯგუფი  Coldplay 88 მილიონი დოლარით.

რეიტინგში მოხვდა ინგლისელი მომღერალი ადელი – 69 მილიონი დოლარით, ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი – 64 მილიონი დოლარით, ელტონ ჯონი – 60 მილიონი დოლარით, ბრიტანელი შეფ-მზარეული გორდონ რამზი – 60 მილიონი დოლარით და პოლ მაკარტნი – 54 მილიონი დოლარით.

ცნობისათვის “ჰარი პოტერი” – პირველად 1998 წელს დაიბეჭდა. რომანები თარგმნილი 77 ენაზე და 500 მილიონი ეგზემპლიარია დაბეჭდილი.

 

 

 

">