ფიქრია ჩიხრაძე: ანა დოლიძის დანიშვნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გზავნილები საგანგაშოა

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის მიერ ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნასთან დაკავშირებით  მმართველი გუნდის განცხადებებს ეხმაურება.

“ჩვენ დღეს ანა დოლიძის დანიშვნასთან დაკავშირებით მოვისმინეთ  მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შეფასებები, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავდა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არაფერი  შეიცვლება, რომ სისტემაში, რომელმაც შექმნა კოლექტიური მურუსიძე, ცვლილებები არ იგეგმება, რომ სისტემაში, სადაც შენარჩუნებულია ადეიშვილის მიერ დამკვიდრებული მართვის სტილი, ცვლილებები არ იგეგმება. ეს არის საგანგაშო გზავნილები.

ამ ფონზე, მათთვის ბუნებრივია ამ სისტემაში სწორედ მურუსიძე და პრეზიდენტ მარგველაშვისთვის ბუნებრივია, ანა დოლიძის დანიშვნა, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ამ სისტემის წინააღმდეგ იბრძოდნენ ბევრი წლის განმავლობაში, წინა ხელისუფლების პირობებშიც და დღესაც, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით გავჩერდეთ”- განაცხადა ჩიხრაძემ.

">