ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს

მალთაყვის ტყეში  ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.

მომხდართან დაკავშირებით საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

გარდაცვლილი ლანჩხუთის ერთერთ სოფელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მისი ოჯახის წევრებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ ილო ტუღუში მოკლეს.

“კურიერის” ინფორმაციით, არის ვერსია, რომ შესაძლოა, ილო ტუღუშის სიკვდილი ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდებოდეს.

“აქ მომაკითხეს, რაღაც თანხაზე იყო საუბარი. ეძებდნენ ჩემს ქმარს, არ ვიცი რა მოხდა. თანამდებობა უნდოდათ და ვერ დასვა ჩემმა ქმარმა და სთხოვდნენ ჩემს ქმარს. 5 000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი,“- განაცხადა ილო ტუღუშის მეუღლემ, ეკა ტუღუშმა.

ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ რამდენიმე საათის წინ გაიგეს. კომიტეტის თავმჯდომარე ვერსიას, რომ შესაძლოა, ილო ტუღუშის სიკვდილი ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდებოდეს, გამორიცხავს.