FBI – ირანელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული დოკუმენტები ჯო ბაიდენის შტაბს გაუგზავნეს

ირანელმა ჰაკერებმა, -ის არჩევნებში ჩარევის მიზნით, ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ს საარჩევნო შტაბიდან მოპარული ინფორმაცია „დემოკრატების“ მაშინდელ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან დაკავშირებულ პირებს ელექტრონული წერილების სახით გაუგზავნეს, – ამის შესახებ აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) და სხვა ამერიკულმა უწყებებმა განაცხადეს.
FBI-მ 12 აგვისტოს დაადასტურა, რომ იძიებდა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის საჩივარს იმასთან დაკავშირებით, რომ ირანმა გატეხა და გაავრცელა სენსიტიური საარჩევნო დოკუმენტები. 19 აგვისტოს კი სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ კიბერშეტევის უკან ირანი იდგა.
ოფიციალური პირების განმარტებით, არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ბაიდენის საარჩევნო გუნდში რომელიმე მიმღებმა ელექტრონულ წერილებს უპასუხა ან ის, რომ წერილების მიმღებებმა მათი წარმომავლობა იცოდნენ.
ირანი უარყოფს აშშ-ის საქმეებში ჩარევას. გაერო-ში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ გუშინ განაცხადა, რომ ბრალდებები უსაფუძვლო და სრულიად დაუშვებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით – ხალხმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას

ISFED – ჩვენი დამკვირვებლები ხშირად იღებენ ინფორმაციას, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზით ცდილობენ