ფაშინიანი: „საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ“

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ის საქართველოს რაც შეიძლება მალე ესტუმრება. ამის შესახებ მან რუსულ „სპუტნიკს“ განუცხადა.

საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ. ახლა ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მიმდინარეობს. როგორც კი ჩვენ ვადებზე შევთანხმდებით, მე აუცილებლად გაცნობებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

როგორც ცნობილია, 11 მაისს ფაშინიანსა და საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც მხარეები უახლოეს დროში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.