„ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია“

ბიზნესმენები თქვენთან დადიან საქმეების გასარჩევად, გაჩნდნენ დაუსჯელი პერსონები, მაგ. ფარცხალაძე, პრემიერების მიმართ აღქმა არის ნაკლებად სერიოზული. მრჩება განცდა, რომ თქვენ ხართ ყველაფრის ხელმძღვანელი,-ამ საკითხებზე ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, დიანა ტრაპაიძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს განმარტებები სთხოვა.

„გავრცელებულ ფალსიფიცირებულ ჩანაწერში არსად არ ჩანდა, რომ საქმის მოსაგვარებლად იყო მოსული ჩემთან. მე ბიზნესმენებს ვხვდები და ხშირად ვხვდები მათ. მას შევხვდი როგორც ბიზნესმენი ბიზნესმენს და ძალიან კარგ პროექტს ვგეგმავდით. ბიზნესმენთან შეხვედრა, ბიზნესმენის რანგში დანაშაულად აღიქმება? იცით მე რამდენ ბიზნესმენს ვხვდები? იმ საუბარშიც კი არსად ჩანდა, რომ არსებობდა პრობლემების მოგვარების სქემა. მე დაგაზუსტებინეთ კითხვა და აქცენტები, თუმცა ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია, ან ბიზნესმენებთან შეხვედრა რატომ არის დანაშაული, გაუგებარია. არ ვეთანხმები ასეთ აქცენტებს.

რაც შეეხება იმას, რაც საზოგადოებას და თქვენც გაინტერესებთ, დაახლოებით ერთი თვეა დაიჭირა „რუსთავი 2“–მა ეს თემა და თქვენც ეხმარებით. ფარცხალაძესთან დაკავშირებით მე ჩაგეკითხეთ, რადგან თქვენ ამბობთ, რომ კაცი უნდა დაისაჯოს, მაგრამ არ გაქვთ საფუძველი, რატომ უნდა მოხდეს ეს. ჟურნალისტი ითხოვთ დასჯას. ამ კაცს დასაჭერი არაფერი არ აქვს.

რაც შეეხება ბიზნესმენებს, მე ვცდილობ დავეხმარო მათ, რამეთუ ბიზნესმა უნდა დაასაქმოს ადამიანები ამ ქვეყანაში და არა ხელისუფლებამ. ადამიანებმა უნდა მოახერხონ და შესატყვისი ანაზღაურება უნდა მიიღონ. რაც შეეხება ბიზნესმენებს, ძალიან კარგია, რომ ისინი დადიან ჩემთან და ასეც გაგრძელდება. სწორედ ეს იყო ოქუაშვილის მოსვლის საფუძველი და ამ მიზეზით მოვიდა თავიდანვე ყიფიანი ჩემთან, რომ თამბაქოზე ჰქონდათ პრობლემები. როცა შევჯერდით, რომ მე დავაფინანსებდი ამას, თამბაქოს წარმოებაში ყიფიანსაც ექნებოდა წილი. 10 მლნ იქნებოდა პროექტის ღირებულება. ყველაზე დიდ რისკს ამ პროექტში იღებდა თანაინვესტირების ფონდი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

/</a></iframe>